Sunday, November 9, 2014

მერვე დღე

განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები.
მოვარგეთ ჩვენი პროექტი როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, აგრეთვე მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს.
დღემ სასიამოვნოპდ ჩაიარა :)

მეშვიდე დღე

გავეცანით,როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები ,ჩეკლისტების შინაარსები 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის . ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება

Sunday, November 2, 2014

Friday, October 31, 2014

მეხუთე დღე

განვიხილეთ მესამე მოდული;
გავეცანით მოსწავლეების და მასწავლებლების საავტორო უფლებებს;
დავიწყეთ ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნიმუშის გაკეთება.საშინაო დავალებად გვაქვს მესამე და მეოთხე მოდულის წაკითხვა.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციას დავასრულებთ ხვალ.


Sunday, October 26, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

ზოგადი კითხვა
ფრანგებს უყვართ მოლიერის ფრაზა  „ il faut manger pour vivre et non pas vivre puor manger.”  „ვიკვებოთ იმისათვის რომ ვიცხოვროთ, თუმცა არ ვაქციოთ ცხოვრების მიზნად ჭამა.“   თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
თემატური კითხვები
როგორ შეუძლია საკვებს ადამიანის ცხოვრების შეცვლა?
შინაარსობრივი კითხვები
1.რა არის დამახასიათებელი ქართული                   სამზარეულოსთვის?
2.რომელი ქართული ტრადიციული კერძი იცით?
3.  რომელია თქვენი საყვარელი კერძი>
4.ხართ გურმანები?

მოვისმინე ჩემი კოლეგების აზრი ჩემი პროექტის ზოგადი, თემათური და შინაარსობრივი კითხვების შესახებ. 





შესვენებაზე მივირთვით ეს გემრიელობები, იფ, იფ ;) 

ბლოგის გაფორმება ხომ ვისწავლეთ, + დიდი სიამოვნება მივიღეთ ერთმანეთთან ურთიერთობით. 


                                                                                                                           თიკო კაპანაძე 

Friday, October 24, 2014

მესამე დღე

   დავასრულეთ მშობლებისთვის განკუთვნილ ბუკლეტებზე მუშაობა.
   დავამატეთ სურათები.
   გავეცანით მეორე მოდულს.


Sunday, October 19, 2014

ინტელის ტრენინგის მეორე დღე

         წავიკითხე ჩემი კოლეგების რეფლექსიები და სიამოვნებით გავუკეთე კომენტარები.
 ნამდვილად ჭკვიანი და სასიამოვნო კოლეგები მყავს :) 
დავრწმუნდი, რომ ყველა მასწავლებელი  კრეატიულია. 
 ვიმუშავე მშობლებისთვის განკუთვნილი ბუკლეტების შექმნაზე. 
კმაყოფილი ვარ, ძალიან საინტერესო იყო. 

პირველი დღე :)

          ტრენინგის პირველი დღე - პირველი გადადგმული ნაბიჯი ჩვენივე პროექტის განსახორციელებლად.     ვნახეთ პროექტის გეგმის შაბლონი, გავეცანით დოკუმენტებს, სახელმძღვანელოს.დავრეგისტრირდით ბლოგზე. ტრენინგის მონაწილეებმა  გავუზიარეთ ერთმანეთს მოფიქრებული პროექტები.
დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება. 
                                                                                                 თინათინ კაპანაძე